კონკურსი საგამოძიებო რეპორტაჟების თემებზე ტელე და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან

კონკურსი საგამოძიებო რეპორტაჟების თემებზე ტელე და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან

Open Media Hub აცხადებს კონკურსს ტელე და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან - სამაუწყებლო და ონლაინ მედიას ორგანიზაცია სთავაზობს, წარმოადგინონ საგამოძიებო რეპორტაჟები თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი და აქტუალურია: კორუფცია, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დარღვევები...

Open Media Hub შერჩეულ კანდიდატურებს პროდაქშენის პროცესში დახმარებასთან ერთად სამომავლოდაც სთავაზობს თანამშრომლობას. სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრისათვის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროექტები ევროპულ მედიას წარუდგინონ შემოდგომაზე ბერლინში.

"გთავაზობთ, მოგვაწოდოთ წინადადებები:

- მაუწყებლებისთვის: 12 წუთიანი (სასურველია), ან 26-დან 52 წუთამდე ვიდეო;

- ონლაინ: Long Read, ვებდოკუმენტების პროექტი, პროფილი;

- სამაუწყებლო და ონლაინ ფორმატების კომბინაცია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • საინფორმაციო საშუალებებს (ტელევიზიები, ონლაინ სააგენტოები);
  • ჟურნალისტური ორგანიზაციები (ასოციაციები, ფონდები), თუკი ისინი დაადასტურებენ, რომ მომზადებული მასალა გამოქვეყნდება მოქმედი მედიასაშუალების მიერ;
  • აუდიო-ვიზუალური პროდაქშენები;
  • ჟურნალისტები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ზემოთ აღნიშნული ორგაზაციების სახელით.

გამონაკლისი: კონკრეტულ შემთხვევებში ღია მედიაჰაბს შეუძლია, რომ ჟურნალისტებსა თუ ტელეპროდიუსერებს ინდივიდუალურად, წარმომადგენლობითობის გარეშეც მისცეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლობლობა. ამ შემთხვევებში არ იქნება აუცილებელი, რომ მონაწილე წარმოადგენდეს რომელიმე მედიასაშუალებას. შესაბამისად, თუკი კონკურსში მონაწილეობას იღებენ ბლოგერები, ვიდეობლოგერები და მოქალაქე ჟურნალისტები, მათ უნდა დაასაბუთონ, რა აუდიტორიაზე აქვთ და ექნებათ წვდომა.

ბიუჯეტი:

მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი პროპორციული იქნება კონკრეტული ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ მომზადებული პროდუქტის საბაზრო ფასებთან.

დაფინანსება მოხდება ფორმატის, მაგალითად, ქრონომეტრაჟის შესაბამისად, მაქსიმუმ 8.000 ევროთი.

- ონლაინ მასალა, Long Read - მაქსიმუმ 1.500 ევრო.

- 12 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი + სოციალური მედიის 3 პროდუქტი + 1 ონლაინ მასალა, Long Read: 5.000 ევრო.

- 26 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 4.500 ევრო.

- 52 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 8.000 ევრო.

მისაღებია რამდენიმე წინადადება ერთი და იგივე აპლიკანტისგან, ღია მედიაჰაბის გასულ კონკურსებში მონაწილეობის ჩათვლით.

აპლიკაცია: ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის - საგარანტიო წერილი, ბიუჯეტი, მონაწილის დოკუმენტი და რისკების შეფასების ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს შევსებულ ონლაინ ფორმასთან ერთად.

რეგისტრაციის ვადა: 19 აგვისტო, 2018

შედეგების გამოქვეყნება:17 სექტემბერი, 2018.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება სწრაფად, არა უგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.

ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებს: www.openmediahub.com/opencalls

შეკითხვებით მოგვმართეთ აქ: productionsupporteast@thomsonfoundation.org

აპლიკაცია შეავსეთ აქ ინლისურად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ქართულად, რუმინულად, უკრაინულად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი