როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სისხლში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა გვაქვს - ტოქსიკოლოგის რჩევა

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სისხლში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა გვაქვს - ტოქსიკოლოგის რჩევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებულმა მცირე კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.

მისივე თქმით, შემოდგომაზე საქართველოს მასშტაბით ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ჩატარდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელის, თამარ უგულავას განცხადებით კი, სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა 1500-მდე 2-დან 10 წლამდე ბავშვს ჩაუტარდება.

რა გზით ხვდება ორგანიზმში ტყვია და რა საფრთხეები ახლავს მას, ამ კითხვებით შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგს, ინგა ღვინერიას ვესაუბრეთ.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ორგანიზმში ტყვიის დასაშვებ ნორმად ჯერჯერობით მიღებული აქვს 10 მიკროგრამი დეცილიტრზე. საერთოდ შხამი ორგანიზმში ხვდება სამი გზით - საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ჰაერიდან სუნთქვის დროს და კანიდან. ამ შემთხვევაში ტყვია ხვდება სასუნთქი გზით და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ტყვია თითქმის ყველაფერშია. ეს შეიძლება იყოს საკვები, სარემონტო მასალები, განსაკუთრებით საღებავები, კოსმეტიკური საშუალებები, ბავშვის სათამაშოები, მცირე რაოდენობით საწვავშიც", - აღნიშნავს ინგა ღვინერია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი