ქართველი მსახიობის დიდი წარმატება - ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

ქართველი მსახიობის დიდი წარმატება -  ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ახალ ფილმში Now Is Everything ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობთან ენტონი ჰოპკინსთან ერთად იღებენ.

ფილმის გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოს მსახიობი Instagram-ის გვერდზე აქვეყნებს. ფილმზე ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს და როგორც ცნობილი გახდა, სწორედ მან გააცნო ირაკლი ფილმის რეჟისორ დანტე სპინოტის.

ამასთან, ფილმში სტინგისა და ჯეკ ნიკოლსონის შვილები და ალენ დელონის შვილიშვილი ითამაშებენ.

საქართველოში ცნობილი ოჯახის წარმომადგნელია თავად ირაკლი კვირიკაძეც - ის მსახიობის ნინო ქორიძის შვილი და ასევე - მსახიობ კახა ქორიძის შვილიშვილია, რომელსაც საზოგადოება რეზო ჩხეიძის ფილმ "ღიმილის ბიჭები" შესრულებული მთავარი როლით იცნობს.

ირაკლი კვირიკაძემ პოპულარობა ფილმ "მძევლებში" შესრულებული როლით მოიპოვა, სადაც გეგა კობახიძის პერსონაჟს ასახიერებს. ფილმის გამოსვლის შემდეგ ირაკლი კვირიკაძე რიგით 68-ე "ბერლინალეზე" Evropian Film Promotion-მა ევროპის 10 საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.

მსახიობი აშშ-ში სტელა ადლერის სტუდიაში სწავლობდა, სადაც მასტერკლასებს სხვადასხვა დროს არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი გადიოდა. მსახიობი ლოს-ანჯელესში მოდელ ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს, წყვილი დანიშნულია.

ზაურ მირიანაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ