სტიქია კახეთში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა

სტიქია კახეთში -  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა

კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დაინიშნა. განცხადება 19:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაკეთდება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, ძლიერი წვიმის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგასა და ვაქირში მდინარეები და ხევები ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა შიდა საუბრნო გზები დააზიანა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჰერეთისკარში, წითელ გორსა და ჭიაურში სანიაღვრე არხებში წყალი დაგუბდა, რამაც სახლების სარდაფები დატბორა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი