სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსხური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე იმყოფება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლებაში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს და სახლების ნაწილი დატბორილია. სამაშველო სამსახური ტერიტორიაზეა შესული და სახლში ჩარჩენილი სამი ადამიანის გამოყვანა მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით, ამ დროისთვის წყალდიდობის შედეგად არავინ დაშავებულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი