დატბორილი კრწანისი - მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს

დატბორილი კრწანისი - მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ძლიერი წვიმის დროს მოვარდნილმა წყალმა სოფელში 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დატბორა. მოსახლეობის ნაწილმა თავად მოახერხა სახლებიდან გამოსვლა, მოხუცები, ქალები და ბავშვები კი მაშველებმა ნავებით გამოიყვანეს.

მაშველები სოფლის ტერიტორიაზე ორი ადამიანის გამოსაყვანად გასაბერი ნავით შევიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები .

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი