VitrA-მ თბილისში განახლებული შოურუმი გახსნა

VitrA-მ თბილისში განახლებული შოურუმი გახსნა

ელიტარული სანტექნიკის, კერამიკული ფილისა და სააბაზანო ავეჯის მწარმოებელმა მსოფლიო მასშტაბის ლიდერმა კომპანიამ, თურქულმა პრემიუმ კლასის ბრენდმა VitraA-მ თბილისში განახლებული შოურუმი გახსნა.

შოურუმი წინამორბედზე ორჯერ უფრო დიდია და 800კვ.მეტრზე არის განთავსებული. კომპანია ახალ შოურუმში მომხმარებელს VitrA-ს სააბაზანო აქსესუარებისა და ფილების ახალ კოლექციებს შესთავაზებს.

შოურუმი თბილისში ბელიაშვილის #142 -ში განთავსდა.

შოურუმის საზეიმო ვითარებაში გახსნას Eszacibasi-ის ჯგუფის რეგიონალური მენეჯერები, მსხვილი სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლები, არქიტექტორ-დიზაინერები ესწრებოდნენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, VitrA მომხმარებელს პალიტრის მიხედვით სხვადასხვა ზომის და ფერის კერამიკული ფილების ფართო არჩევანს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ ბრენდი მომხმარებელს განახლებული კოლექციების და მცირე ზომის კერამიკული ფილების ფართო არჩევანს შესთავაზებს, ასევე 10 დღის განმავლობაში კომპანია მომხმარებლებს გახსნასთან დაკავშირებით 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს პროდუქციის სრულ სპექტრზე.

VitrA არის ცნობილი თურქული ინდუსტრიული ჯგუფის Eszacibasi-ს შვილობილი კომპანია, რომელიც 1942 წელს დაფუძნდა.

მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2012 წლიდან კომპანია "ბი ემ სი შარმი"-ა. VitrA-ს პროდუქცია არაერთ მასშტაბურ პროექტშია გამოყენებული.

2012-2018 წლებში ბრენდ VitrA-ს ქართული წარმომადგენლობის, კომპანია "ბი ემ სი შარმი"-ს მიერ განხორციელებული პროექტებია: თბილისის და ფოთის იუსტიციის სახლები, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, აქვაპარკი Gino Paradise, "ფუნიკულიორის რესტორნების კომპლექსი", სასტუმრო Kempinski ბათუმში, სასტუმრო Admiral-ი ბათუმში, პირველი შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Tbilisi, სასტუმრო მოქსი, თბილისი გარდენს და სხვა.

VitrA- ნოვატორია ახალი ტექნოლოგიებისა და დიზაინის, ასევე მუდამ ზრუნავს სერვისზე.

ახალ შოურუმთან ერთად, VitrA მომხმარებელს ვირტუალური რეალობის სათვალეების მეშვეობით სრულიად განსხვავებულ სერვისს სთავაზობს. ვირტუალურ ახალ სააბაზანო ოთახში ადვილად აღქმადია თითოეული ობიექტის ფორმა, ზომა, ფერი და მდებარეობა. ახალი სერვისის პრეზენტაცია გახსნაზე გაიმართა და სტუმრებმა თავად გამოსცადეს უნიკალური სიახლე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა რემონტის პროცესი გავუმარტივოთ. მაღალი ხარისხის პროდუქციას სჭირდება შესაბამისი სერვისი და ამიტომ ჩვენ მუდამ ვზრუნავთ სერვისის გაუმჯობესებაზე“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ელენე ნიკოლაიშვილი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი