ტყიბულის შახტის რამდენიმე ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ტყიბულის შახტის რამდენიმე ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ტყიბულის შახტში მომუშავე მეშახტეთა მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია „საქნახშირის“ სამმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ბრძანება უკვე დაწერილია, რის საფუძველზეც თანამდებობიდან სამი პირი გათავისუფლდა.

„მეშახტეთა მოთხოვნის თანახმად, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა სამი პირი. კერძოდ: წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, რომელიც ამავდროულად ჯაყელის მოადგილეც არის, გათავისუფლდა თანამდებობიდან. ასევე, პოსტიდან გათავისუფლნენ შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. თავად ჯაყელიც გადადგება მას შემდეგ, რაც დასრულდება ის ტექნიკური სამუშაოები, რომელიც შახტის უსაფრთხოების ტექნოლოგიურ პროცესებს უკავშირდება“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ითხოვდნენ, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ შახტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და მათ ადგილას პროფესიული კადრები დაენიშნათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი