პოლიციელი, რომელმაც ფოთში მძარცველი მოკლა, დააკავეს

პოლიციელი, რომელმაც ფოთში მძარცველი მოკლა, დააკავეს

პროკურატურამ ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი

"მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის... ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს? ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია" - ბაჩალიაშვილის დედა

"ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს" - ადვოკატი