ხანძრის გამო საბერძნეთში საქართველოს საელჩოს სამმა მოქალაქემ მიმართა - ერთი ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს

ხანძრის გამო საბერძნეთში საქართველოს საელჩოს სამმა მოქალაქემ მიმართა - ერთი ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს

ათენში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

„ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან. მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს სელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, - ნათქვამია მიმართვაში.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი დაიწვა.

იხილეთ ვიდეო: "ცხელი ხაზის" ნომერი, რომელზეც საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ - საელჩო ხანძართან დაკავშირებით მიმართვას ავრცლებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი