საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ - ელჩის თქმით, მათ ოჯახები ვერ უკავშირდებიან

საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ - ელჩის თქმით, მათ ოჯახები ვერ უკავშირდებიან

საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად ვეძებთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ტყის ხანძრის შედეგად დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის ჰოსპიტალიზებულთა სიაში.

„დღეს დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა სიაში. ჩვენ დილითაც გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაგვიდასტურეს, რომ ასეთი მონაცემები ჯერ არ აქვთ. ცხელ ხაზზე 5 შეტყობინებაა შესული, სამ მოქალაქეს გაეწია დახმარება. ორი პირია, რომელსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ინტენსიურად ვეძებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი შედარებით ლოკალიზებულია და სიტუაციის გაუმჯობესების იმედია. ვიმოქმედებთ ვითარების შესაბამისად“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა.

იხილეთ ვიდეო: საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ, მათ ოჯახი ვერ უკავშირდება - ელჩი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი