ასობით დაკარგული და დაუდგენელი რაოდენობის გარდაცვლილი - ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა

ასობით დაკარგული და დაუდგენელი რაოდენობის გარდაცვლილი - ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა

ლაოსში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. BBC-ს ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.

ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ატაპეუს პროვინციაში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ექვს სოფელში წყალდიდობაა. 6 600-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.

„შემთხვევას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაკარგულია,“ - აღნიშნავენ ადგილობრივი ჟურნალისტები.

კაშხლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და კომერციული საქმიანობა მომავალი წლიდან უნდა დაეწყო. პროექტის მთავარი მეწილე, ტაილანდური Ratchaburi Electricity Generating Holding აცხადებს, რომ კაშხალი, რომელიც 770 მეტრი სიგრძისა და 16 მეტრი სიმაღლისაა, მთლიანად ჩამოიშალა. მიზეზად კი ხანგრძლივი წვიმების გამო წყლის დონის მატება სახელდება. კოომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხალხი მიმდებარე ტერიტორიებიდან ევაკუირებულია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონგლოუნ სისოულიტმა მთავრობის სხდომები გადადო და შემთხვევის ადგილას გაემგზავრა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომდ აზარალებულებს საკვებით, წყლით, ტანსაცმლითა და საჭირო მედიკამენტებით დაეხმარება.

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"