დღევანდელ სამყაროში ადამიანები სულ უფრო ხშირად ეძებენ ნამდვილ, აუთენტურ განცდებს, ახალ შეგრძნებებსა და დაუვიწყარ თავგადასავლებს. სათავგადასავლო ტურიზმი კი, სწორედ შესაბამის გარემოებას გულისხმობს. ამიტომ, ის ტურიზმის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და პოპულარული სახეობაა.
სათავგადასავლო ტურიზმს განმარტავენ, როგორც მოგზაურობას, რომელიც შეიცავს მინიმუმ ორ ელემენტს, ჩამოთვლილი სამიდან: ფიზიკურ აქტივობას, ბუნებრივ გარემოსა და კულტურულ გაცვლას. საქართველოში კი გვაქვს ადგილი, სადაც სამივე ელემენტი ერთადაა: ჯომარდი, სათავგადასავლო პარკში დაბრკოლებების გადალახვა, ურთიერთობა ძირძველ მოსახლეობასთან, ტრადიციული კერძების დაგემოვნება და სხვა სათავგადასავლო აქტივობები, სადაც კვალიფიცური გიდები მუშაობენ და გარანტირებულია უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვა.
სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ გვესაუბრება „ X პარკისა“ და „სათავგადასავლო კლუბ ჯომარდის“ მარკეტინგის მენეჯერი - თათა ყუფარაძე.
გვითხარით სად მდებარეობს ადგილი, სადაც მოსახლეობა X პარკში დაბრკოლებების გადალახვას, შემდეგ კი მთის მდინარეზე ჯომარდს შეძლებს?
- ასეთი ადგილი მდებარეობს ფშავში, სოფელ თვალივში, თბილისიდან 67 კმ-ის დაშორებით, მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობაში, სიმწვანესა და სიგრილეში ჩაფლულ ბაზაზე. ეს ადგილი თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისათვის შექმნა „სათავგადასავლო კლუბმა ჯომარდმა“. აქ მდებარეობს საქართველოში პირველი, სრულმასშტაბიანი X-პარკი. ესაა 7000კვ. მეტრზე ხეებზე გადაჭიმული სპორტულ-გასართობი ქალაქი. იგი შედგება 2 მარტივი ტრასისგან, 8-8 დაბრკოლებითა და 2 რთული ტრასისგან, 14-14 დაბრკოლებით. აქვეა 220 მეტრიანი ზიპ-ლაინი.
როდესაც მომხმარებლები ტურის დაგეგმვას გთხოვენ, რა ხდება შემდგომ, რას მოიცავს თქვენი კლუბის მიერ დაგეგმილი აქტივობები?
- ჩვენთან ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი: ჯომარდი მდინარე არაგვზე, ველოსიპედებითა და ცხენებით სეირნობა, ფეხბურთისა და ფრენბურთის შესაბამის მოედანზე თამაში, ბატუტით სარგებლობა, 300 ადამიანზე გათვლილ რესტორანსა და ბარში სადილი, ასევე საპიკნიკე და დასასვენებელი ზონების გამოყენება.
„სათავგადასალო კლუბ ჯომარდის“ ბაზაზე ხშირი სტუმრები არიან როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტები.
თუ გყავთ სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორები, რომლებიც თქვენთან მოსულ ადმიანებს დაეხმარებიან?
- გამომდინარე იქიდან, რომ „სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი“ იყო პირველი კომპანია ამ სფეროში საქართველოში, ჩვენთან მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიდები. ახლახან, USAID ზრდის მხარდაჭერითა და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოში ჩატარდა საჯომარდო გიდების გადამზადების კურსი, რომელსაც უძღვებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები. გადამზადება სულ ცამეტმა ინსტრუქტორმა გაიარა საქართველოდან, ხოლო აქიდან სამი სათავგადასავლოს კლუბ ჯომარდის ინსტრუქტორი გახლდათ.
ახლა ზაფხულია და ეს სეზონი ყველაზე ხელსაყრელია სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებული ადმიანებისთვის. შეიძლება თუ არა ბუნებაში წვეულების გამართვა თქვენთან?
- ჩვენთან იდეალური გარემოა ოჯახური და სამეგობრო წვეულებებისათვის. დიდი პოპულარობით სარგებლობს დაბადების დღეების აღნიშვნა და ექსკურსიების მოწყობა. შესაფერისი ადგილია დიდი თუ პატარა კორპორაციული შეკრებების გასამართად, რა დროსაც თანამშრომლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ჯომარდსა და X-პარკის დაბრკოლებების გადალახვაში. ეს მათ საშუალებას აძლევს არაფორმალურ გარემოში განსხვავებულად წარმოაჩინონ თავი, ხოლო Team Building-ის სპეციალურად შერჩეული პროგრამები მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და ერთ გუნდად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.
ბოლოს ყველაფერი მთავრდება ღია ცის ქვეშ მოწყობილ რესტორანში, სადაც ემოციურად და ფიზიკურად დაღლილ სტუმრებს უგემრიელეს ქართულ თუ ევროპულ კერძებს შესთავაზებენ. აქ სადილი და ვახშამი თავისთავად ხდება მოვლენა, თანაც ერთ სუფრაზე ყოფნა ურთიერთობების დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. ვფიქრობ, არაფორმალურ გარემოში, ღვინის ჭიქით ან ლუდის ქილით ხელში საუბრისას მნიშვნელოვანი ინფორმაციები იცვლება და პრინციპული საკითხები წყდება.
მოკლედ, ქართული ანდაზისა არ იყოს, ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობია, ამიტომ ქალაქიდან გაქცევას თუ გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აქ თქვენ მოუთმენლად გელიან.
R
თეკლე ჯანელიძე