სმოგი თბილისის თავზე? - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სმოგი თბილისის თავზე? - ფოტოები სოციალური ქსელიდან

"ფეისბუქის" მომხმარებლები შეშფოთებულები წერენ სოციალურ ქსელში, რომ თბილისის თავზე მტვრის სქელი ღრუბელია. ამის ამსახველ კადრებს ინტერნეტმომხმარებლები "ფეისბუქშიც" ავრცელებენ.

"სმოგი, ბუღი თუ რაც არის, ნისლივით აქვს გადაფარებული ქალაქს და ამას ვისუთქავთ" - წერს ნინია კაკაბაძე.

"ამ სითეთრეში მთელი თბილისია... აი რას (ვ)სუნთქვათ.." - წერს ნინო განუგრავა.

ფოტო: ლევან ტაბატაძე

"ეს ბოლო ორი დღეა მგონი არ ნიავდება ქალაქი და დარჩა გაუნიავებელი მტვერი, გამონაბოლქვი... ბოლო ორ ღამეს ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ" - წერს ელენე მეჩითოვა.

"მთვარის დაბნელებაო... დამატებით მარსი მოგვიახლოვდა 56 მილიონ კილომეტრზეო... კიდევ ცხელაო... კიდევ გამონაბოლქვიო... და რა გითხრა, რით გაგახარო?!"; "რატომაა ასეთი მტვერი? მთელ ქალაქს მოედო, გარეთ სუნთქვა შეუძლებელია"; "საშინელებაა და გაუსაძლისია უკვე ასეთი მტვერი და ბინძური ჰაერი..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

იხილეთ ვიდეო: გარემოს ეროვნული სააგენტოს კომენტარი თბილისში არსებულ ნისლზე

სმოგი ჰაერის დაბინძურების ტიპია, შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით).

„მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია“, - აცხადებენ სააგენტოს სპეციალისტები.

ფოტოები: ნატო ნადირაძე, ნინია კაკაბაძე, ნინო განუგრავა, გიორგი ფხალაძე

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს