სად და როგორ აღვნიშნოთ “პომადის საერთაშორისო დღე”?! - პროფესიონალური მაკიაჟი საჩუქრად და სპეციალური ფასდაკლებები

სად და როგორ აღვნიშნოთ “პომადის საერთაშორისო დღე”?! - პროფესიონალური მაკიაჟი საჩუქრად და სპეციალური ფასდაკლებები

უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიო და განსაკუთრებით კოსმეტიკის სამყარო 29 ივლისს პომადის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ტუჩსაცხი ყველა მანდილოსნის საყვარელი და აუცილებელი ატრიბუტია.

რთულია ვთქვათ, თუ სად ან ვინ შექმნა პირველი ტუჩსაცხი, ვინაიდან მას ჯერ კიდევ უძველეს ხანაში იყენებდნენ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში როგორც ქალები, ისე მამაკაცები. ვინაიდან იგი მხოლოდ მდიდრებს გააჩნდათ, ტუჩსაცხი ერთგვარი სტატუსის მანიშნებელიც იყო.

საუკუნეების მანძილზე პომადის გამოყენება არ იყო პოპულარული და მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მისი წასმა ისჯებოდა, ვინაიდან ეშმაკისეულ ნივთად აღიქმებოდა. პომადის ხელახალი “აღმოჩენა” მე-16 საუკუნეში, დედოფალ ელისაბედ I-ის მიერ მოხდა. მას ძალიან უყვარდა პომადა და თავადაც ხშირად იყენებდა. თუმცა, მისი აქტიური გამოყენება საზოგადოებამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო, რაც გარკვეულწილად კინომატოგრაფიის განვითარებასაც უკავშირდება.

ვისაც უყვარს თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და რაღა თქმა უნდა, პომადა, გირჩევთ, აუცილებლად ესტუმროთ 29 ივლისს “დელფი კოსმეტიქსის” ბრენდ მაღაზიას “გალერია თბილისის” პირველ სართულზე.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, თქვენ შეძლებთ სრულიად უფასოდ, ყოველგვარი შენაძენის გარეშე მიიღოთ პროფესიონალური მაკიაჟი საჩუქრად და მხოლოდ ამ დღეს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტუჩსაცხი.

"დელფი" პომადის ფერთა და ტექსტურათა ფართო არჩევანს გვთავაზობს, კლასიკური, კრემისებურიდან თხევად 24 საათიანი მდგრადობის ფორმულამდე. უნიკალური მელანჟ ტუჩსაცხი “ომბრე” ეფექტის მისაღებად, 3D გლოსი ტუჩის მეტი მოცულობისთვის, "დუო პომადა" ვიტამინი E და ალოე ვერას ექსტრაქტის შემცველობით და სხვა მრავალი.

შეგახსენებთ, "დელფი კოსმეტიქსის" სრული ასორტიმენტი იწარმოება იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის წამყვან საწარმოებში, სპეციალურად "დელფისთვის" შემუშავებული ფორმულებით, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ბაზაზე.

“დელფი კოსმეტიქსის” ბრენდ მაღაზიაში, 15:00 - 21:00 საათამდე, "დელფის" სპეციალისტი გაგიკეთებთ პროფესიონალურ მაკიაჟს (საჩუქრად), გასწავლით თქვენი სახისთვის სასურველ და სწორ რჩევებს და გაგიწევთ სრულყოფილ კონსულტაციას ინდივიდუალურად, თქვენი სახისა და კანის ტიპის გათვალისწინებით.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი