რა მდგომარეობაშია 11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა

რა მდგომარეობაშია 11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა

11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოჰყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა ჭოლიაშვილმა განუცხადა, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანის საჭიროება დადგა.

„პაციენტი ამ წუთებში გადაყავთ. მას სჭირდებოდა ნეიროქირურგი. თავის დაზიანება იყო, იყო სისხლჩაქცევა ტვინში. ამიტომ მისი გადაყვანა გახდა საჭირო შესაბამის კლინიკაში.

პაციენტი რეანიმობილის საშუალებით გადაყავთ“, - განაცხადა ხათუნა ჭოლიაშვილმა.

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, დღეს, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს.

ბავშვი თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი