ხანძარი სოფელ საგურამოში - 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის

ხანძარი სოფელ საგურამოში - 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 3 ჰა ფართობზეა გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, დიდი დაკვამლიანება ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავების დაწვამ გამოიწვია. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი