სილქნეტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სატელევიზიო და ინტერნეტ მომსახურებაში: განაახლა ძირითადი და თემატური პაკეტები, უფრო ხელმისაწვდომი გახადა ექსკლუზიური სპორტული და კინო კონტენტი და „ორმაგი შეთავაზების“ (ინტერნეტი-ტელევიზია) არჩევისას, აამოქმედა ფასდაკლება.
ოპტიკური ქსელის „ორმაგი“ კომბინაციები მოიცავს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს და მრავალფეროვან არხებს:
კომბინაცია „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „ეკონომი“ 60 არხი 40 ლარად (ნაცვლად 47 ლარისა); კომბინაცია „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და “კომფორტი“ 155 არხი 48 ლარად (ნაცვლად 59 ლარისა); კომბინაცია „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „პრემიუმი“ 200 არხი 60 ლარად (ნაცვლად 70 ლარისა);
კომბინაცია რეგიონებისთვის „სტარტ+“20მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი და „კომფორტი“ 155 არხი 27 ლარად ( ნაცვლად 59 ლარისა).
აბონენტები, გარდა ფასდაკლებისა, აღნიშნული კომბინაციის არჩევისას, ასევე შეძლებენ 30 ივლისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით, უფასოდ გაიაქტიურონ ნებისმიერი ერთი თემატური პაკეტი 2 თვით. პირობა მოქმედებს ახალი და არსებული აბონენტებისთვის, მათ შორის უკვე ჩართულ თემატურ პაკეტზე.
თემატური პაკეტების ჩამონათვალი
„ორმაგ შეთავაზებაზე“ გადასვლა და აქციაში ჩართვა ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მიმდინარეობს.
R