ექიმი - კლდიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა

ექიმი - კლდიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა

მთათუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მიმდინარეობს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ანესთეზია - რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტვინისა და სახის ძვლების დაზიანებები. მოზარდი ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

"კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი ჩვენთან შემოყვანილია მრავლობითი დაზიანებებითა და მძიმე ნევროლოგიური სტატუსით. მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები და შესაბამისი დარგის სპეციალისტების კონსულტაციები. აღმოჩნდა, რომ პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმული დაზიანება, მათ შორის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თავის ტვინის შეშუპება, სახის ძვლების დაზიანება, თუმცა რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა ამ მომენტისთვის არ განიხილება. პაციენტი კვლავ რჩება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე (ხელოვნურ სუნთქვაზე). გრძელდება მისთვის გეგმური საძილე და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემა,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გრძელდება სასიცოცხლო პარამეტრების ძალიან მჭიდრო მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული თავის ტვინის მეორადი დაზიანება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა როგორც მისი ტვინის დარჩენილი უჯრედების შესანარჩუნებლად, ასევე მთლიანად მისი სიცოცხლის გადასარჩენად. თავის ტრავმების მკურნალობა მოხდება მისი კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების კორელაციის მოხედვით. ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც მულტიპროფილურმა გუნდმა ჩათვალა საჭიროდ,"- განაცხადა გია ბიბილაშვილმა.

მთა თუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გუშინ გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი