მამაკაცი, რომელიც 25 დღის წინ გაუჩინარდა, სოფელ გაჩიანში გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი, რომელიც 25 დღის წინ გაუჩინარდა, სოფელ გაჩიანში გარდაცვლილი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის ტერიტორიაზე 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი გაჩიანში, საკუთარი ავტომანქანის ახლოს ნახეს. პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. სამართალდამცავები მამაკაცს ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე 25 დღის განმავლობაში ეძებდნენ. 41 წლის მამაკაცი, რუსთავში საკუთარი სახლიდან 5 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია