"კრიმინალური ავტორიტეტი" საკუთარმა სამმა ქალიშვილმა დანებით მოკლა - რა მოხდა მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში

"კრიმინალური ავტორიტეტი" საკუთარმა სამმა ქალიშვილმა დანებით მოკლა - რა მოხდა მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში

მოსკოვში სამმა დამ საკუთარი მამა, 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანი დანებით მოკლა. ინფორმაციას armeniasputnik.am ავრცელებს.

პოლიციას მომხდარის შესახებ უფროსმა დამ, 19 წლის კრისტინამ უამბო. მან და მისმა დებმა, 17 წლის მარიამ და 18 წლის ანგელინამ თავდაპირველად სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მამა შვილების დახოცვას ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს თავდაცვა არ იყო.

მამის მოკვლაზე გოგონები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, თუმცა კონკრეტული გეგმა რამდენიმე დღით ადრე დასახეს.

27 ივლისს, როდესაც მიხაილს სავარძელში ჩაეძინა, გოგონები მამას დანებით დაესხნენ თავს. მამაკაცმა შეძლო მათგან თავი დაეხსნა, თუმცა ძლიერი სისხლდენის გამო გაქცევა ვერ შეძლო და მალე გარდაიცვალა კიდეც.

„ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო,“ - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.

გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი უბრალოდ გაიქცა, გოგონები კი ამტკიცებენ, რომ მიხაილმა მათი დედა სახლიდან გააგდო. ანგელინას, კრისტინას და მარიას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხაჩიკი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის დიდი ხანია, ოჯახისგან დამოუკიდებლად სხვა სახლში ცხოვრობს.

მიხაილის მანქანის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2 კგ ჰეროინი, არბალეტი, სამი პნევმატური პისტოლეტი და სხვა იარაღი.

კრისტინა ხაჩატურიანის მეგობარი, ანა ჰყვება, რომ მამა გოგონებს არც სასეირნოდ უშვებდა, არც სკოლაში და მათ რეგულარულად სცემდა.

„მათზე ფიზიკურად ძალადობდა. ვიცი, რომ ტრანკვილიზატორებს მოიხმარდა და შვილებს ხშირად სცემდა, თუმცა გოგონებს მამის ძალიან ეშინოდათ და პოლიციისთვისაც არ მიუმართავთ,“ - ამბობს ანა.

ანგელინას მეგობარი ელენა ასევე ადასტურებს, რომ შვილებს მიხაილის ძალიან ეშინოდათ, დედა კი მათგან გაიქცა.

„ზუსტად ვიცი, რომ უმიზეზოდ არ მოიქცეოდნენ ასე. ვფიქრობ, მამა მათ მოკვლით დაემუქრა,“ - აცხადებს ელენა.

ოჯახთან დაახლოებული ქალი ჟურნალისტებთან ჰყვება, რა ხდებოდა ხაჩატურიანების ოჯახში:

„იყო შემთხვევა, როდესაც მამამ ხალიჩაზე იპოვა ძაღლის ბეწვი, დაუძახა ერთ-ერთ გოგონას და უბრძანა ბეწვი შეეჭამა“.

ამასთან, მიხაილმა დერეფანში დააყენა კამერები და მიკროფონები, რათა შვილებისთვის ეთვალთვალა. შეშინებულ გოგონებს არ შეეძლოთ, მისი ნებართვის გარეშე გასულიყვნენ სახლიდან, ან - დედა მოენახულებინათ.

„ეს ისტორია დიდი ხანია, გრძელდება. მამა ერთ-ერთ შვილს აუპატიურებდა კიდეც, ეს მუდმივად ხდებოდა. ერთხელ ტყეში წაიყვანა და მოკვლით დაემუქრა. დედა გაიქცა, მათთან კონტაქტი შვილებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ. მიხაილს კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, "ავტორიტეტი" იყო. არსად მუშაობდა, მის ბარათზე ფული თავისით ირიცხებოდა,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი გოგონა, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

სექსუალური ძალადობის გამო მიხაილის შვილმა თავის მოკვლაც სცადა და ბევრი აბი მიიღო. ექიმებს მამამ განუცხადა, რომ გოგონას წამლები აერია.

დების დაკავების გადაწყვეტილება სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე არ მიიღო. საქმის მოსმენა 2 აგვისტოს გაგრძელდება. გოგონებს ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის გამო 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ