რომელი დაავადებების რიცხოვნობა გაიზარდა 2017 წელს საქართველოში - "საქსტატის" მონაცემები

რომელი დაავადებების რიცხოვნობა გაიზარდა 2017 წელს საქართველოში - "საქსტატის" მონაცემები

2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში. საქსტატის 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 272 საავადმყოფო, 15,1 ათასი საწოლთა ფონდით (2016 წელს 13,8 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 5,2 დღე (2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა), ხოლო დატვირთვამ - 180,5 დღე (2016 წელს - 195,0 დღე).

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2369 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 11 493 ათასს გაუტოლდა, რაც 12,1 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 27,4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 810 ერთეულით (3 პროცენტით) აღემატება: 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 2,4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა და 17998 კაცი შეადგინა.

„2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა: 2016 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 34,7 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 14,7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები გაზრდილია 4,8 პროცენტით.

ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი) ავადმყოფობები“, - აცხადებენ საქსტატში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი