სწრაფი სესხი ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ მიიღოთ vivusge -ში, სადაც ონლაინ სესხები გაიცემა არამხოლოდ სწრაფად, არამედ მარტივადაც.
სწრაფი სესხი www.vivus.ge-ში საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მაშინ როდესაც გჭირდებათ ფულის სწრაფად მიღება.
ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც მოგზაურობას გეგმავთ და ფულის ნაკლებობას განიცდით.
რაც შეეხება ჩვენი სტატიის მეორე თემას, მოგზაურობასა და ასაკს, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ მოგზაურობა ნებისმიერ ასაკში სასიამოვნოა, თუ სწორად შეარჩევთ მარშრუტს.
მოგზაურობის დროს, ასაკთან დაკავშირებით ერთადერთი შეზღუდვა არსებობს და ის გახლავთ ბავშვების მოგზაურობა.
გამოცდილი მოგზაურებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, არ არის რეკომენდირებული 0,5 წლიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვის მოგზაურობა, რადგან ამ პერიოდში ბავშვები უკვე ბევრს მოძრაობენ, ცელქებიც არიან და თანაც, მათთან სიტყვიერი მოლაპარაკება რთულია.
ამიტომ, მშობლებისთვის რეკომენდირებულია მოგზაურობა შვილებთან ერთად მაშინ როდესაც ბავშვი 6 თვის ასაკს არ არის გადაცილებული და შესაბამისად, მშვიდად იქნება მშობლის ხელში ან 4 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც პატარას მშობლების დარიგება ესმის და მათ თხოვნებსა და მითითებებს ასრულებს.
ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას, გაითვალისწინეთ ისიც, რომ აუცილებელია სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, მაქსიმალურ დონეზე დაცული ჰიგიენის ნორმები და რა თქმა უნდა, პატარებისთვის საინტერესო აქტივობები. ასევე არ დაგავიწყდეთ, მათი საყვარელი სათამაშოებისთვის ჩემოდანში ადგილის გამოყოფა, რადგან შესაძლოა უსულო მეგობრის გარეშე დაძინება გაუჭირდეთ, მოიწყინონ ან იჭირვეულონ.
მოზრდილი ასაკის მოგზაურებისთვის რეკომენდირებულია მხიარული და საინტერესო ტურები, რომლებიც მათ კარგი გართობისა და შემეცნებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემთ.
30 წლის ასაკს გადაცილებული მოგზაურებისთვის, რეკომენდირებული გახლავთ ისეთი დანიშნულების ადგილები, სადაც ისინი სულიერ დასვენებას შეძლებენ, ძალებს მოიკრებენ და აქტიურ სამუშაო პროცესს ენერგიით დატვირთულები დაუბრუნდებიან, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყება ადამიანის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და მწვერვალების დაპყრობასაც სწორედ ამ პერიოდში ახერხებს დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი.
რაც შეეხება მოგზაურობისთვის საუკეთესო ასაკს, სპეციალისტთა აზრით, ეს გახლავთ სიბერის წლები, რადგან სწორედ ამ ასაკშია მოგზაურობა ყველაზე უფრო სასიამოვნო.
რატომ? იმიტომ რომ:
· პენსიონერებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ და არ ეჩქარებათ სამსახურში დაბრუნება;
· ყველა პრობლემა უკვე მოგვარებულია, იპოთეკა გადაიხადეს, შვილები გაზარდეს, კარიერულ მიზნებს მიაღწიეს და ახლა თავისუფლად შეუძლიათ დატკბნენ ცხოვრებით ისე, რომ არ იდარდონ რა იქნება ხვალ.
· მოგზაურობა მათ აბედნიერებს და აახალგაზრდავებს.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, გისურვებთ სასიამოვნო და სასარგებლო მოგზაურობას, რომელიც თქვენ და თქვენს ცხოვრებას უკეთესისკენ შეცვლის.
R