"შეყვარებული არ მყავს, გათხოვებას არ ვაპირებ" - გაიცანით, "პირველი ვიცე მის საქართველო", ლარა იანი

"შეყვარებული არ მყავს, გათხოვებას არ ვაპირებ" - გაიცანით, "პირველი ვიცე მის საქართველო", ლარა იანი

"პირველი ვიცე მის საქართველო" - ლარა იანი გოგონების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, დასასვენებლად წასულს თან უამრავი სამოსი და გამოუსადეგარი ნივთები რომ მიაქვს. ლარას არდადეგების მშვიდად გატარება მოსწონს და მინიმალური თანხით დასვენებაც შეუძლია...

წაიკითხეთ ასევე: "ჩემმა რჩეულმა თავს აუცილებლად უნდა მოუაროს" - რატომ დაირქვა თელაველმა მოდელმა ლარა იანი და როგორ შეცვალა მილანმა მისი ცხოვრება

- ოჯახის სანახავად რუსეთში ვიყავი. 2-კვირიანი შვებულება ავიღე, მაგრამ 1 თვე გამეწელა - გამიტკბა... ოჯახის წევრებს იშვიათად ვხედავ. ამიტომ აუცილებელი იყო, მათ სანახავად წავსულიყავი. 2 დღეა, რაც თბილისში დავბრუნდი და მუშაობას შევუდექი. აგვისტოში ზღვაზე დასვენებას ვგეგმავ. ალბათ, ერთი კვირით ზღვაზე წავალ, 5 დღით კი - მთაში. თუშეთი ჩემი მხარეა - ახლობლები, სანათესავო შენაქოში მყავს. ამიტომ იქ ავდივარ ხოლმე.

- თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?

- სამწუხაროდ, დასასვენებლად ბევრი დრო არ მაქვს. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალ დროს სახლში ვატარებ: საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ ან რაღაცას ვკითხულობ, კერძებს ვიმზადებ... სწორად ვიკვებები. ვცდილობ, დიეტა არ დავარღვიო.

- დიეტას ფორმის შესანარჩუნებლად იცავ?

- არა. გენეტიკურად გამხდარი ვარ. წონაში ისე ვერასდროს ვიმატებ, როგორც მინდა. ეს დიეტა იმისთვის არის, რომ რამდენიმე კილო მოვიმატო და არა პირიქით - დავიკლო. როგორც წესი, ზაფხულში წონაში ყველა იკლებს, მე კი ეს არ მაწყობს, ამიტომ დიეტას ვიცავ.

- დასასვენებლად გამგზავრებამდე რამდენი ხნით ადრე ემზადები?

- ეს ძალიან სპონტანურად ხდება ხოლმე. რამდენიმე თვით ადრე არ ვგეგმავ. უბრალოდ, ახლა ვიცი, რომ დაახლოებით აგვისტოში ზღვაზე წავალ, რადგან შემდეგ, სექტემბერში უკვე იტალიაში მივემგზავრები (კონტრაქტით), იქ გადაღებები მექნება, მერე კი "მის უნივერსის" კონკურსი მელოდება. ჩემთვის შემოდგომა დატვირთული იქნება. მინდა, დასვენება მოვასწრო. განაგრძეთ კითხვა

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე