უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს; ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, დელისის, ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს,11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს, 13:30 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს; გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგრის ქუჩის მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, იაშვილის, ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს; დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს; ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი