"მყინვარია ჩამონგრეული. არის თუ არა ვინმე მოყოლილი, არავინ იცის" - რა მოხდა სვანეთში

"მყინვარია ჩამონგრეული. არის თუ არა ვინმე მოყოლილი, არავინ იცის" - რა მოხდა სვანეთში

სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, მყინვარიდან მასა ჩამოიშალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც მყინვარის ჩამოშლის შედეგად არსებულ ვითარებას სწავლობენ.

„მყინვარია ჩამონგრეული. არის თუ არა ვინმე მოყოლილი, არავინ იცის. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სავარაუდოდ დიდი მასაა ჩამოწოლილი“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მყინვარი მოსახლეობასთან ახლოს არ არის და ტურისტულადაც ნაკლებად დატვირთული ზონაა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია