„Eastern Promotions” და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის „The Chemical Brothers”-ის კონცერტს

„Eastern Promotions” და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის „The Chemical Brothers”-ის კონცერტს

1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომზე, ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი „The Chemical Brothers” წარდგება, ამის შესახებ დღეს თიბისიში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი „The Chemical Brothers”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა ალბომიდან.

„დუეტს The Chemical Brothers- ს ძალიან კარგად იცნობენ მსოფლიოში, მათ საქართველოშიც ბევრი მსმენელი ჰყავთ. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ქართველი თაყვანისმცემლების რიცხვი საკმაოდ ბევრია, The Chemical Brothers- ის მსოფლიო ტურნეში საქართველოც მოხვდა. მუსიკალური დუეტის მენეჯერთან შეთანხმებით, შევარჩიეთ საინტერესო ადგილმდებარეობაც, - რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომი. მსგავსი მასშტაბისა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი შოუ აქამდე საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება სინთეზი, ტექნოლოგიების, ვიზუალისა და მუსიკალური ნაწილის,“ - განმარტა ისთერნ ფრომოუშენის დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ.

„თიბისი სტატუსი და ისთერნ ფრომოუშენთან უკვე მრავალი წელი თანამშრომლობს და კეთდება ბევრი საინტერესო და განსხვავებული პროექტი. ამჯერად, ელექტრონული მუსიკის პიონერად მიჩნეული „The Chemical Brothers” ჩამოდის საქართველოში. დუეტი დასამახსოვრებელია არა მარტო მუსიკალურად, არამედ ის ვიზუალური შოუთიც ხიბლავს მსმენელს. 1 სექტემბერს, „The Chemical Brothers”-ის დასასწრებ კონცერტზე ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის კი იქნება განსაკუთრებული შეთავაზება ბილეთებზე, რომელიც 15 აგვისტოდან ჩაირთვება.“ - აღნიშნა თიბისის პრემიუმ ბრენდების განვითარების მენეჯერმა, ბეკი ფანცხავამ.

The Chemical Brothers ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა: „Block Rockin’ Beasts”, “Hey Boy Hey Girl”, “The Salmon Dance”, “Do it again” და სხვა.

R

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი