რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა უცხო ენების გამოცდაზე

რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა უცხო ენების გამოცდაზე

უცხო ენების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ უცხო ენების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, უცხო ენების გამოცდა ჩატარდა ინგლისურში, რუსულში, გერმანულსა და ფრანგულში, ოთხივე ენაში ერთად, უმაღლესი შეფასება 109 აბიტურიენტმა მიიღო.

„დაახლოებით აბიტურიენტების 6%-ია ჩაჭრილი ოთხივე ენაში. 109 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი - 90 ქულა. ჩაჭრილების რაოდენობა, ალბათ, ოდნავ შეიცვლება მას შემდეგ, რაც სტატისტიკურ ანალიზს გავაკეთებთ. თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვარიანტი უფრო რთული იყო, მაშინ სკალირების შედეგების გათვალისწინებით, ჩაჭრილების რაოდენობა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს“, - განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ დაიწყო. ჯერჯერობით ცნობილია ზოგადი უნარებისა და უცხო ენების გამოცდის შედეგები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი