შავ ზღვაზე ბანაობა ხვალამდე აკრძალულია

შავ ზღვაზე ბანაობა ხვალამდე აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

"შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: დღეს შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია - დამსვენებლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია