როგორია მაგისტრალზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა

როგორია მაგისტრალზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა

ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 პირი მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ორი ბავშვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების ნაწილი მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ნაწილი კი, მცხეთის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათივე ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საავადმყოფოებში მყოფებს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული.

დაშავებულთა მოსანახულებლად ადგილზე მიდის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: "ჩანჩქერივით მდიოდა სისხლი, უცებ დაბნელდა... დაღუპული მძღოლის შვილია" - რას ყვებიან ავტობუსის მგზავრები, რომელიც სოფელ ფერმასთან ტრაილერს შეეჯახა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი