ია ფარულავას საოჯახო ალბომი - ბავშვობის, ულამაზესი დედისა და მეუღლეების აქამდე უცნობი ფოტოები

ია ფარულავას საოჯახო ალბომი - ბავშვობის, ულამაზესი დედისა და მეუღლეების აქამდე უცნობი ფოტოები

ია ფარულავა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალად მიიჩნევა საქართველოში. წლებია, მსახიობობაზე მეტად ტელეწამყვანად იცნობს საზოგადოება. პოპულარობას ხელს უწყობს მისი სკანდალური გამონათქვამები და პირადი ცხოვრება - მსახიობი 4-ჯერ იყო დაქორწინებული...

რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

  • ია 1967 წლის 5 თებერვალს დაიბადა თბილისში, სკულპტორის და მხატვარ ოთარ ფარულავას ოჯახში.
  • სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981), ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია "ფესვები", "სპირალი" და სხვა.
  • 1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის მიხელ თუმანიშვილის ჯგუფში. სწავლის დასრულების შემდეგ თუმანიშვილმა ახალგაზრდა მსახიობი სამუშაოდ მიიწვია "კინომსახიობთა თეატრში".
  • 1987 წელს ია ესწრება მოსკოვის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ მიწვეული იყო რობერტ დე ნირო, ნომინაციაში "ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი" დე ნირომ ია ფარულავა დაასახელა. შემდეგ დე ნიროს და იას მეგობრობა კვლავაც გაგრძელდა.
  • 90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა სამსახიობო კარიერის აწყობა ვერ მოახერხა, მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპში და მცირებიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
  • 2000-იანი წლების დასაწყისში ია საქართველოში დაბრუნდა და მალევე ითამაშა გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიულ ფილმში "სიყვარული ვენახში". მსახიობობის პარალელურად დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში.
  • ია ფარულავა ამერიკისა და რუსეთის კინომსახიობთა გილდიის წევრია.
  • ოფიციალურად სამჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა მისი ოთხი მეუღლეა ცნობილი: პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე მხატვარი რამაზ ჩანტლაძე იყო. ამბობენ, რომ ძალიან ეჭვიანობდა ცოლზე და ცუდად ექცეოდა. მათი ოჯახი დაინგრა და ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან, ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი.

დაათვალიერეთ იას ბავშვობის, დედ-მამის, პირველი და შემდგომი ქორწინებების ფოტოები ფოტოგალერეაში

ხანძარი "ელიავას ბაზრობის" მიმდებარე ტერიტორიაზე - დამწვარია ხის ფარდული

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს