"რატომ შვილო?" - რას წერს ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია გარდაცვლილ შვილზე

"რატომ შვილო?" - რას წერს ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია გარდაცვლილ შვილზე

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი ნიკოლოზ ხუბუტია გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი მოსკოვში, ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. 26 წლის ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. რუსი სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.

ბიზნესმენმა შვილის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა და ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა:

"რატომ შვილო? შენ ხომ კეთილი, მოსიყვარულე, განათლებული და ჭკვიანი მყავდი! როგორ ვიცოცხლო..." - წერს მიხეილ ხუბუტია.

მიხეილ ხუბუტიას და მის მეუღლეს ეკა ჯანაშიას ორი ვაჟი ჰყავთ - გარდაცვლილი ნიკოლოზი და უმცროსი ილია. ხუბუტია რუსეთში რამდენიმე ბიზნესს ფლობს, მათ შორის ყველაზე ცნობილია იარაღის მაღაზიათა ქსელი "Кольчуга".

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო