ააშენე, გაარემონტე, მოაწყვე შენით - ბრიკორამაში ყველაფერია, რაც ყოველდღიურად თქვენი სახლისთვის გჭირდებათ

ააშენე, გაარემონტე, მოაწყვე შენით - ბრიკორამაში ყველაფერია, რაც ყოველდღიურად თქვენი სახლისთვის გჭირდებათ

თანამედროვე ეპოქაში გადატვირთული რეჟიმის გამო ყველაზე ხშირად რაზეც ადამიანები ჩივიან - ეს დროის სიმცირეა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი კომფორტული სავაჭრო ობიექტები, რომელთა სივრცეშიც მაქსიმალურად ბევრი, სახლისათვის საჭირო და პრაქტიკული ნივთის შეძენაა შესაძლებელი. როდესაც ბაზარზე მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასეთი ჰიპერმარკეტი არსებობს, საყიდლების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.

ფრანგული ბრენდი “ბრიკორამა“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი DIY (do it yourself –„აკეთე შენით“) ფორმატის ჰიპერმარკეტია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან მუშაობს და მომხმარებელს 42 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს. პროდუქციის აღნიშნული რაოდენობითაც „ბრიკორამა“ ამიერკავკასიის მაშტაბით პირველობას არავის უთმობს. DIY- აკეთე შენით კონცეფცია გლობალურად ოთხ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: 1. რემონტი 2. დეკორაცია. 3. ეზო 4. მშენებლობა. „ბრიკორამაში“ შეძლებთ სარემონტო, დეკორაციის, ეზოსა და სახლის მოსაწყობად საჭირო ყველა სახის პროდუქტის შეძენას.

კომფორტი - ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბრიკორამა მომხმარებლებს იზიდავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღევანდელ რეალობაში გაცილებით მოსახერხებელია, როდესაც საყიდლებზე წასვლა არა სხვადასხვა ობიექტზე მისვლას, არამედ ერთ სივრცეში შეძენას გულისხმობს. ყველაფერი, რაც ოჯახისა და სახლისთვის ყოველდღიურად გჭირდებათ, მარშალ გელოვანის #8-ში, 6 500 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ერთ სივრცეში DIY ფორმატის ჰიპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ. ოთხ სართულზე განთავსებულ 42,000 დასახელების მრავალფეროვან პროდუქციაში ნამდვილად იპოვით ყველაფერს, რაც ოჯახისთვის გჭირდებათ. აქ შეხვდებით როგორც სახლისათვის აუცილებელ წრვილმანებს (როგორიცაა დეკოცარიცია, ეზოს მოწყობის და მოვლის, კავეული, შიდა და გარე მცენარეები, სურათები, ჩარჩოები, განათბა, ელექტროობა, ხელის ინსტრუმენტები, ტექსტილი), ასევე ნებისმიერი ტიპის სარემონტო თუ სამშენებლო მასალებს (მსხვილი სანტექნიკა, საიზოლაციო მასალები, ტიხრები, სილიკონი, ქაფი, წებოცემნტი და სხვ.).

იმაზე, რომ სახლში გარკვეული ნივთებისა და თუ უმნიშვნელო წვრილმანების საჭიროება მუდმივად არსებობს, ალბათ, ყველა თანმხდება. აქედან გამომდინარე, ადგილი, რომელსაც ოჯახები ხშირად უნდა სტუმრობდნენ, ვფიქრობ, სწორედ ჰიპერმარკეტი „ბრიკორამაა“. როგორც მისი მარკეტინგის მენეჯერი დავით უშანგიშვილი აღნიშნავს, არ არსებობს სახლისათვის საჭირო პროდუქტი, რომლის შეძენასაც მომხმარებელი „ბრიკორამაში“ ვერ შეძლებს.

„თუ ხართ ხელმარჯვე ქალი ან მამკაცი, გიყვართ სახლის მოწყობა ან უბრალოდ ხართ მებაღე, „ბრიკორამაში“ საყიდლებზე მოსვლით თქვენ მიიღებთ ძალიან დიდ სიამოვნებას. სახლის მოწყობის და მოვლის ან უბრალოდ ინტერიერის განახლების პროცესს უფრო საინტერესოს გახდით. ეს უკვე მილიარდობით ადამიანმა გამოსცადა ევროპაში, რადგან გლობალურად DIY (“Do It Yourself”) კონცეფციის ჰიპერმარკეტებში სწორედ ასეთი სასიამოვნო და საინტერესოა საყიდლებზე სიარული,“ - აცხადებს დავით უშანგიშვილი.

ხარისხი - პროდუქციის ხარისხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმისთვის, რომ მომხმარებელმა არჩევანი სწორ პროდუქციაზე შეაჩეროს. ჰიპერმარკეტ „ბრიკორამაში“ წარმოდგენილი პროდუქციის 80% ევროკავშირის სტანდარტს აკმაყოფილებს და “ბრიკორამას“ ევროპის ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ზუსტი ანალოგია. აქ წარმოდგენილ თითოეულ პროდუქტს გავლილი აქვს ხარისხისა და უსაფრთხოების ყველანაირი სერთიფიცირება, რაც საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. როგორც „ბრიკორამას“ მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, ამ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია ისეთი უნიკალური და ინოვაციური პროდუქტები, რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერ შეხვდებით.

„ბრიკორამა“ მომხმარებლებს ფართო არჩევანს ფასების მიმართულებითაც სთავაზობს. აღნიშნულ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქცია სამ საფასე კატეგორიაში ერთიანდება: 1)გამხსნელი ფასის პროდუქცია; 2)საშუალო ფასი 3)მაღალი ცნობადობის მქონე ბრენდების პროდუქცია, რომელიც ყველა სეგმენტის კატეგორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ „ბრიკორამაში“ საყიდლებზე მისვლა ნებისმიერი შემოსავლის მქონე ოჯახისთვისაა ხელსაყრელი.

როგორც „ბრიკორამას“ მარკეტინგის მენეჯერმა დათო უშანგიშვილმა ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მონიტორინგის ჯგუფი ბაზარზე არსებული ჰიპერმარკეტების ფასებს ყოველკვირეულად იკვლევს. სწორედ ამიტომ, „ბრიკორამა“ მომხმარებლებს ნებისმიერი პროდუქციის ყველაზე ნაკლებ ან სხვა ჰიპერმარკეტების მსგავს ფასად შეძენის გარანტიას აძლევს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ აქტიური კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი მათთან შეძენილ პროდუქტს სხვაგან უფრო იაფად ნახავს, „ბრიკორამა“ მას ფასებს შორის სხვაობას გაორმაგებულად აუნაზღაურებს.

მომსახურება - ჰიპერმარკეტში განთავსებული პროდუქციის ზედმიწევნით მცოდნე, სერთიფიცირებული და ღიმილიანი კონსულტანტები კიდევე ერთი პლიუსია, რითიც „ბრიკორამა“ მომხმარებლებს იზიდავს.

„სერვისის კუთხით, ყველა კონსულტანტს გავლილი აქვთ მინიმუმ 3 ტრენინგი და აქვთ სერვის პლუსის, კომპლექსური გაყიდვების და ბრიკორამას შიდა ტრეინინგის სერთიფიკატები. ისინი სრულად არიან ინფორმირებული აქ განთავსებულ პროდუქციაზე და მომხმარებლებს სრულფასოვან დახმარებას გაუწევენ. მათი გადამზადება ყოველ 3 თვეში ერთხელ ხდება. ბრიკორამა მუდმივად ცდილობს თანმშრომლების კვალიფიკაციის გაზრდას. ამიტომ კონსულტანტები წელიწადში ერთხელ სერტიფიცირების დამატებით კურსებს გადიან ახალი კომპეტენციების შესაძენად. - აღნიშნავს “ბრიკორამას” მარკეტინგის მენეჯერი დავით უშანგიშვილი ambebi.ge-სთან საუბრისას.

აქციები - ზაფხულის დადგომასთან ერთად, „ბრიკორამაში“ მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული აქციების რაოდენობამ მოიმატა. აგვისტოს ბოლომდე „ბრიკორამაში“ სასაჩუქრე ვაუჩერებით, ფასდაკლებებით და სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებთ.

  • ცხელი კვირა - ასე ჰქვია აქციას, რომლის ფარგლებშიც 2500 ლარის შენაძენზე მომხმარებელს „ბრიკორამას“ ბარათზე საჩუქრად 500 ლარი დაერიცხება.
  • სამშაბათის აქცია - იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შენაძენი 100 ლარზე მეტი ეღირება, მეორე შეძენილ პროდუქტზე - 10%, მესამეზე - 15%, ხოლო მეოთხეზე - 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
  • 9 ივლისიდან „ბრიკორამაში“ საზაფხულო კვირეულები დაიწყო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 6 კვირის განმავლობაში 15%-იანი ფასდაკლება სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე გავრცელდება. ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგნაირად: პირველი კვირა - ტექსტილის ნაწარმი, მეორე კვირა - განათების პროდუქცია, მესამე კვირა -დეკორაცია, მეოთხე კვირა - სანტექტნიკის პროდუქცია; მეხუთე კვირა - ეზო (მებაღეობა); მეექვსე კვირა - ხელსაწყოები.
  • ყოველ შაბათს აგვისტოს ბოლომდე - მანქანის უფასო რეცხვა.
  • 1 200 ლარზზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მომხმარებლები შეძენილი პოდუქციის უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

„ბრიკორამა“ მომხმარებლებს მუდმივათ შესთავაზებს სეზონური ფასდაკლებებს, როგორც ეს ევროპაში ბრიკორამას 800-ზე მეტ ჰიპერმარკეტში ხდება. ეს იქნება საზაფხულო, საახალწლო და სააღდგომო ფასდაკლებები,“ - აღნიშნავს დავით უშანგიშვილი.

ამდენად, თუ იმ ადგილების სიაში, რომელსაც თვეში ერთხელ მაინც სტუმრობთ, „ბრიკორამა“ ჯერ არ მოგინიშნავთ, ვფიქრობ, ზემოჩამოთვლილი მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ სახლსა და მასთან ერთად, საკუთარ თავზეც ზრუნვა სწორედ „ბრიკორამადან“ დაიწყოთ.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის