რას გამოიწვევს საქართველოს ნატო-ში შესვლა - დიმიტრი მედვედევის კომენტარი

რას გამოიწვევს საქართველოს ნატო-ში შესვლა - დიმიტრი მედვედევის კომენტარი

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ იყო.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი "გირჩი" იქნება - ზურაბ ჯაფარიძე