როგორ გაშენდა ძველი თბილისის მდიდრების დასახლება და როგორ გამოიყურება დღეს იმდროინდელ მილიონერთა სასახლეები

როგორ გაშენდა ძველი თბილისის მდიდრების დასახლება და როგორ გამოიყურება დღეს იმდროინდელ მილიონერთა სასახლეები

დღევანდელ თბილისში ისეთს ვერაფერს ნახავთ, რასაც ორი საუკუნის წინანდელ თბილისში ვერ ნახავდით: ჩადრიანი აღმოსავლეთით დაწყებული, ფრაკიანი ევროპელებით დამთავრებული, რომლებიც გაოცებული არიან ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქალაქის სილამაზით. თბილისს ათასნაირი უცხოელი არასოდეს აკლდა და ბევრმა დიდი ენერგიაც მოახმარა ამ ქალაქის აშენებას. არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე მერვე წელია, თბილისის ქუჩებში ფოტოაპარატით დადის და ძველთბილისურ სახლებს იღებს. ის ამ საყოველთაო და საშიშ ნგრევაში უძვირფასეს განძს ინახავს - ძველი თბილისის არქიტექტურულ სახეს.

- ამ უბრალო ფოტოაპარატმა ისეთი შენობები შემოინახა, რომლებიც აღარ არსებობს.

მქონია შემთხვევები, შენობა გადამიღია, ცოტა ხნის შემდეგ იმ ადგილას გამივლია და დანგრეული დამხვედრია. საუბედუროდ, ქართველებს ნგრევის დაუოკებელი სურვილი გვამოძრავებს, თორემ თუკი რამის აშენება გინდა, რაღა მაინცდამაინც ის უნდა დაანგრიო, რაც შენს აშენებულზე უკეთესია! სხვათა შორის, ძველი თბილისის მაშენებლებმა, რომლებიც, ძირითადად, არაქართველები იყვნენ, ახალი უბნის მშენებლობა თბილისის ისტორიული გალავნის გარეთ, სოლალაკში დაიწყეს და კიდეც აქციეს ისეთ ადგილად, რომელიც დღემდე ქალაქში ყველაზე მომხიბვლელ ადგილად ითვლება.

ქალაქის შენება XIX საუკუნეში დაიწყო, რაც რუსეთის იმპერიის იმ ამბიციამ განაპირობა, რომ ქალაქი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად გადაექციათ.

ვორონცოვმა პირველად დაგეგმა სოლოლაკის ქუჩები ამერიკული ავენიუების მსგავსად, სადაც პარალელურ ქუჩებს ვერტიკალური ქუჩები კვეთს. შემდეგ ახალფეხადგმულმა თბილისის ბურჟუაზიამ (რომელიც, ძირითადად, სომეხი იყო) ამ ქუჩებზე ააშენა თავიანთი სასახლეები XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით. ძველ უბნებში კი უბრალო ხალხი ცხოვრობდა, - მუშები, რკინიგზელები...

- ანუ თბილისში XIX საუკუნის მილიონერების დასახლება გვქონია...

- ასეც შეიძლება ითქვას. ამ ხალხს სახლების ასაშენებლად ევროპელი არქიტექტორები ჩამოჰყავდა, რომლებზეც ხელი იოლად მიუწვდებოდათ - თუკი პარიზიდან გამოწერილი კაბები თბილისში სამ დღეში ჩამოდიოდა, ცხადია, არც არქიტექტორებს უჭირდათ ჩამოსვლა. იყვნენ, რასაკვირველია, აქაური არქიტექტორებიც, მაგალითად, ტერ-მიქელოვი ან ოზეროვი და სხვები, მაგრამ მაშინდელი თბილისი ასევე ააშენეს: შტერნმა, შრეტერმა, ტატიშევმა, შემკევიჩმა და ა.შ.

სოლოლაკში აშენებულ ყველა სახლში გამოსჭვიოდა მილიონერების იდუმალი სურვილი, რომ მის სახლს მეზობლის სახლისთვის უსათუოდ ეჯობნა. ასე გაჩნდა მდიდრების დასახლებაში ერთიმეორეზე უკეთესი სასახლეები. გამოხდა ხანი და ეს სილამაზე ბოლშევიკებმა ნაცარტუტად აქციეს. მათ ამ ბრწყინვალე სასახლეებში ჭრელი საზოგადოება შეასახლეს, ხოლო მეპატრონეებს თითო ოთახში დაასრულებინეს სიცოცხლე. არადა, მათგან ბევრი დიდი ქველმოქმედიც იყო. მათმა ქონებამ თბილისის საოცარი იერსახე შექმნა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი