ავტორი:

"რაღაცას ვეჭვობდი, მაგრამ ხელს თუ აქ მთხოვდა, ვერ წარმოვიდგენდი" - გაიცანით წყვილი, რომლის ამბავს უამრავი ადამიანი აზიარებს

"რაღაცას ვეჭვობდი, მაგრამ ხელს თუ აქ მთხოვდა, ვერ წარმოვიდგენდი" - გაიცანით წყვილი, რომლის ამბავს უამრავი ადამიანი აზიარებს

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულმა შალვა ხუნძაყიშვილმა აკადემიის დამთავრების დღეს საკუთარ რჩეულს სტუმრების თანდასწრებით ხელი სთხოვა. პოზიტიური ამბის ამსახველ ფოტომასალას, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი აზიარებს.

ახალგაზრდა ჯარისკაცის რჩეული 22 წლის ლელა პაპასქირია, რომლისთვისაც დღევანდელი დღეს განსაკუთრებით ემოციური აღოჩნდა. საკუთარი შთაბეჭდილებები მან Ambebi.ge-ს გაუზიარა:

- შოკში ვარ, ჩემთვის წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. რაღაც ეჭვები კი მქონდა, მაგრამ აქ თუ მთხოვდა ხელს, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. დღეს დაამთავრა თავდაცვის აკადემია და ფიცის დადების ცერემონიაზე მეგობრებთან ერთად მივედი. ასე მოხდა ყველაფერი.

- რამდენი ხანია რაც შეყვარებულები ხართ?

- 6 წელია შეყვარებულები ვართ. შალვა მანამდე გავიცანი, სანამ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარებდა, გვინდოდა ჯერ გვესწავლა, ხელი შეგვეწყო ერთმანეთისთვის და ამის შემდეგ შეგვექმნა ოჯახი, თუმცა ამას ნამდვილად არ ველოდი.

- თქვენ სტუდენტი ხართ?

- ჯანდაცვის მენეჯმენტზე ვსწავლობ და პარალელურად სამედიცინო სფეროში ვმუშაობ.

- სად გაიცანით ერთმანეთი?

- ერთ უბანში ვცხოვრობთ და იქ გავიცანით ერთმანეთი.

- როგორი ქორწილის გადახდას გეგმავთ?

- საერთოდ არ ვიცით გვექნება თუ არა ქორწილი, საზღვარგარეთ წასვლაც გვინდა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

მაკა ასათიანის საზოგადოებისთვის უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენისგან ჰყავს - ნახეთ, როგორ ერთობა დედა-შვილი