"მოღალატეების გასაგონად..." - ვის მიმართავს დეკანოზი თამაზ ლომიძე

"მოღალატეების გასაგონად..." - ვის მიმართავს დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც დღემდე მიიჩნევენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო:

"მოღალატეების გასაგონად

როგორღა ავხსნათ, დაბეჩავებლი მოღალატეებისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს?! შეგნებულად მოღალატეებს გასაგებია, რომ ნამუსზე ხელი აქვთ აღებული და ოკუპანტს ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგალითად, გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მიწაა ზაარლანდი. ისტორიულად გერმანული მიწაა და გერმანიის განუყოფელი ნაწილია. საფრანგეთს ესაზღვრება მხოლოდ. წარმოიდგინეთ, ფრანგები, რომ ჩამოსულიყვნენ და დასახლებულიყვნენ ზაარლანდში, შედეგ გაძლერებულიყვნენ, იქიდან გერმანული მოსახლეობა გამოეყარათ და საფრანგეთის დახმარებით გერმანიიდან გამოყოფა მოენდომებინათ. ამის პასუხად და აღსაკვეთად გერმანიის ხელისუფლებას თუნდაც სამხედრო ძალა რომ გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა, რომ გერმანიამ დაიწყო ომი? არ იტყოდით, რადგან ის გერმანიაა და ჩათვლიდით, რომ ომი კი არ დაიწყო, არამედ საკუთარ საზღვრებში და საკუთარ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მოქმედებდა, იცავდა საკუთარ მთლიანობას და ასრულებდა სახელმწიფოს განუხრელ ვალდებულებას.

სულ ცოტა ხნის წინ იგივე გააკეთა ესპანეთის მთავრობამაც და ფესვებშივე ამოძირკვა ამგვარი მცდელობა. ასე იქცევა ყველა სახელმწიფო, რომელსაც სურს ღირსეული არსებობა.

ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ვინც დღეს, რუსეთისგან საქართველოს წინააღმდეგ ამდენი მტრობის და ბოროტების ჩადენის შემდეგ, კიდევ ბრიყვულად ამბობს, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი სამაჩაბლოში, არის ოკუპანტის მსახური, საქართველოს მოღალატე და სამარცხვინო მოქალაქე. ამავდროულად უკიდურესი ბრიყვი და სულელი, ისეთი, თვით მტერსაც რომ სძულს. არ არსებობს სხვა სიმართლე".

"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი  იყო" - რას წერს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალი

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი