თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის საფარი ჩაინგრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია GWP-ში განუცხადეს, ასფალტის საფარის ჩანგრევა წყალარინების ქსელში ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი, რომელიც აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს.