ისრაელში საქართველოდან ეტლით ჩასულმა მამაკაცმა, აეროპორტში დაკავების შემდეგ "ფეხზე გაიარა"

ისრაელში საქართველოდან ეტლით ჩასულმა მამაკაცმა, აეროპორტში დაკავების შემდეგ "ფეხზე გაიარა"

ისრაელის მედიასაშუალებები თელ ავივში, ბენ გურიონის აერპორტში მომხდარი „სასწაულის“ შესახებ წერენ. საქმე ეხება ინციდენტს, რომლის დროსაც აეროპორტის თანამშრომლებმა საეჭვო პირები დააკავეს - ისინი ისრაელში არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ. როგორც timesofisrael.com წერს, დაკავებულები არიან „დეიდა“ და დისშვილი“, რომლებიც ქვეყანაში თითქოსდა გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობისთვის ჩავიდნენ.

38 წლის მამაკაცი ისრაელში საქართველოდან ჩაფრინდა 40 წლის ქალთან ერთად, ეს უკანასკნელი კი ირწმუნებოდა, რომ მისი დეიდა იყო. ახალგაზრდა კაცი ეტლში იჯდა და აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს უთხრა, რომ ისრაელში სასწრაფო ოპერაციისთვის ჩავიდა, რადგან შემთხვევის შედეგად პარალიზებული იყო. აეროპორტის თანამშრომლებმა ეჭვი შეიტანეს საქართველოდან ჩასულ მგზავრებში, რადგან მათ არ ჰქონდათ სასტუმროს ჯავშანი, თუმცა დიდი ოდენობით თანხა ჰქონდათ თან.

გამოკითხვის დროს აღმოჩნდა, რომ ამ ორმა პირმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდა. „დეიდა“, რომლის ქმარიც ისრაელში სამუშაოდ მყოფი აღმოჩნდა, არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა „დისშვილის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახალგაზრდა მამაკაცის მობილური ტელეფონის დათვალიერების შემდეგ კი, მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს, რომ მას ყველაფერი წაშლილი ჰქონდა - ფოტოებიც და კონტაქტებიც.

როგორც timesofisrael.com იუწყება, საიმიგრაციო სამსახურში ეჭვობენ, რომ ქალი და მამაკაცი საქართველოში დაუკავშირდნენ ერთმანეთს იმ მიზნით, რომ ისრაელში არალეგალურად შესულიყვნენ.

ამბის კულმინაცია კიდევ უფრო საინტერესოა - როცა ქალის და მამაკაცის სიცრუე გამოაშკარავდა და აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს ისინი აეროპორტის საკანში გადაჰყავდათ, ეტლში მჯდარი მამაკაცი წამოდგა და თავისი ფეხით გააგრძელა გზა კიბეებზე. timesofisrael.com ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, არალეგალურად საზღვრის კვეთის მსურველებს, ისრაელიდან საქართველოში დეპორტაცია ელით.

ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა კასპში - ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად "კონტარაა"

თბილისში მე-16 სართულიდან ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა