რამდენ მანქანას აეკრძალა გადაადგილება ტექდათვალიერების შედეგად?

რამდენ მანქანას აეკრძალა გადაადგილება ტექდათვალიერების შედეგად?

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად, 41 998 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული იყო, 13 360 საშუალება კი - დახარვეზდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, განმეორებითი ტესტირება 9 655-მა ავტომობილმა გაიარა, საიდანაც განმეორებით 440 სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა.

ამასთან, ტექნიკური ინსპექტირების ოფიციალური ვებგვერდის (pti.ge) მონაცემებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, ინსპექტირების შედეგად, გზაზე გადაადგილება 1 539 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი