50%-ანი ფასდაკლება ბავშვების და მშობლების საყვარელ სამოსზე პრემიუმ ბრენდისგან Tuc tuc

50%-ანი ფასდაკლება ბავშვების და მშობლების საყვარელ სამოსზე პრემიუმ ბრენდისგან Tuc tuc

ზაფხულის ციებ-ცხელებას ყოველთვის თან ახლავს "შოპინგი" და ფასდაკლებები. მშობლებს ბავშვებიც ხშირად ერთვებიან მათთვის საჭირო ტანისამოსის შერჩევასა თუ ჩალაგებაში. საზაფხულო ფასდაკლებამ პიკს მიაღწია ყველასთვის საყვარელ ბრენდ Tuc tuc-ში, რომელმაც ახლახანს 50%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სრულ კოლექციაზე.

თუ ზღვაზე გეგმავთ დასვენებას, ყველა საჭირო და თქვენთვის საყვარელი ტანისამოსი, ძალიან მცირე თანხაში შეგიძლიათ შეარჩიოთ და თანაც, ხელს გააყოლოთ შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სამოსიც, რადგან ხშირად პატარებს თბილი ტანსაცმელი მოსწონთ, ამინდს კი დიდ ყურადღებას არ აქცევენ ან პირიქით.

იმის გამო, რომ მათ რომელიღაც ქუდი ან სვიტერი ძალიან მოსწონთ, ცხელ დღეებშიც კი ჭირვეულად ატარებენ მას. თუ მთიან კურორტზე გეგმავთ დასვენებას, ახალი და თბილი ტანისამოსის მათთვის გადამალვაც აღარ დაგჭირდებათ..

მსოფლიოში სამოდელო სახლების ტანსაცმლის ფერები სიჭრელისკენ მიდის და მოდის ტენდენციები უკვე მრავალი წელია ხაზს უსვამს, რომ ფერადი სამოსი მუდმივად მხიარული განწყობაა, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებით უხდებათ და უყვართ, ასევე გარშემომყოფებსაც ხალისით ავსებს. საქართველოში, საბავშვო სეგმენტში ფერადი სამოსის მხრივ გამორჩეულია ესპანური ბრენდი "tuc tuc". ნატურალური ფერებით შექმნილი, უმაღლესი ხარისხი, ფერთა ფართო პალიტრა, სტილი, რომელიც როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს განსაკუთრებით მოსწონთ და უყვართ.

ბავშვები მცირე ასაკიდან ირჩევენ თავის სტილს და აქვთ უნიკალური გემოვნება. მათ ფერად სამყაროში ბევრი ფერია და ისინიც ხასიათს ტანსაცმლით ნათლად გამოხატავენ.

"Tuc tuc" პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მაღაზიათა ქსელი „შიკ ბებე“ გახლავთ, რომლის გუნდმა ზუსტად იცის თუ როგორ დააკმაყოფილოს მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები. „შიკ ბებე“ თბილისის მაშტაბით 4 ფილიალითაა წარმოდგენილი და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ხდება პროდუქტის ადგილზე მიწოდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი