ავტობანზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მანქანის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა

ავტობანზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მანქანის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებში მყოფ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შემთხვევა შავშების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხილის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მომხდარი ავარიის გამო კი მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

იხილეთ: კადრები და კომენტარები ავტობანიდან, სადაც ავარია მოხდა - ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მანქანის შეჯახება მოჰყვა

ავტობანზე 15 მანქანა დაიმტვრა - ფოტოები ავარიის ადგილიდან

"დაზიანდა 26 ავტომობილი, მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები" - დიდთოვლობის გამო, საგანგებო სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა

თვითმხილველების ინფორმაციით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა, რომელიც არასრულწლოვანს დაეცა