საქართველოს ეროვნული ლატარია ონლაინ გაყიდვების დაწყებიდან ერთ თვეს აჯამებს

საქართველოს ეროვნული ლატარია ონლაინ გაყიდვების დაწყებიდან ერთ თვეს აჯამებს

საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის, ტირაჟიანი "ლოტო 6/36"-ის ინტერნეტ გაყიდვებიდან უკვე ერთი თვე გავიდა. როგორც AMBEBI.GE-ს ეროვნული ლატარიიდან აცნობეს, ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლატარიის საიტზე www.lotto.ge უკვე რეგისტრირებულია 10 000-მდე მომხმარებელი, რომლებმაც online-ის საშუალებით შეიძინეს "ლოტო 6/36"-ის ბილეთები, ითამაშეს და სხვადასხვა რაოდენობის თანხა მოიგეს.

"შეგახსენებთ, რომ "ლოტო 6/36"-ის ჯეკპოტი ყოველი გათამაშების შემდეგ მატულობს და ის უკვე შეადგენს 812 136 ლარს.

„ლოტო 6/36/’’-ის ბილეთების ონლიან შესაძენად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს www.lotto.ge-ზე მოქმედი მეილის, facebook-ის ან Google-ის ანგარიშის საშუალებით, პირადობის მოწმობის ასლის გაგზავნით მეილზე id@lotto.ge გაიაროს ვერიფიცირება, რის შემდეგაც შეეძლებათ ნებისმიერი ბანკის Vica და MaserCard ბარათებით ან TBCpay-ის და Unipay - ის საშუალებით შეავსოს ელექტრონული საფულე, მონიშნოს სასურველი ციფრები, შეიძინოს ბილეთი და დაელოდოს გათამაშებას.

შეგახსენებთ, რომ "ლოტო 6/36’’-ის გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, რუსთავი2-ის ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე, 20:50 საათზე. საქართველოს ეროვნული ლატარია ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების კომფორტზე, რის შედეგადაც მათ უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ იბრძოლონ ჯეკპოტისთვის. უახლოესს მომავალში კომპანია სხვადასხვა Online გათამაშების დანეგვასაც აპირებს“ - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ლატარიაში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის