ფოთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ქალი კი მაშველებმა გადაარჩინეს. ისინი რუსი ტურისტები არიან. „სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში.
მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა შევძელით. 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი", - აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.