"ერშიც მიცხოვრია, მაგრამ აქ უფრო მომწონს" - გაიცანით განდეგილი გიდი, რომელიც დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის ყოველ დილით წყალს ხელით ეზიდება

"ერშიც მიცხოვრია, მაგრამ აქ უფრო მომწონს" - გაიცანით განდეგილი გიდი, რომელიც დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის ყოველ დილით წყალს ხელით ეზიდება

ჯერ კიდევ 21 წლის იყო, საერო ცხოვრება რომ მიატოვა და დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს, სეისმოლოგების მიტოვებულ სახლში დასახლდა. ახლა უკვე 35 წლის არის. 14 წელია, რაც კლდის ძირში მდებარე ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მართალია, სახლში არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყალი, მაგრამ მიაჩნია, რომ კომფორტულ გარემოში იმყოფება. ამბობს, რომ მისი ყოფა გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერია, ვიდრე ერში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდისა. ზვიად ანანიაშვილით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის, ყოველ დილით წყაროდან წყალს ხელით ეზიდება. ის პროფესიით გიდია, ქართველ და უცხოელ ტურისტებს დავითგარეჯსა და მის ახლომდებარე ეკლესია-მონასტრებს აცნობს... ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, უყვარს ისტორია, ლიტერატურა და მოგზაურობა...

- ზვიად, განდეგილად ცხოვრება რამ გადაგაწყვეტინათ?

- ამისთვის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. სოფელ უდაბნოდან ვარ. ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს. მორწმუნე მშობლები მყავს. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მამას დავითგარეჯის მონასტერში ყოველ კვირას მოვყავდი. აქვე მოვინათლე. თანდათან ძალიან შემიყვარდა ეს მონასტერი... დროდადრო ვრჩებოდი კიდეც. 21 წლის რომ გავხდი, მოვედი და სულ დავრჩი.

- ტაძარში დარჩით თუ სეისმოლოგიურ სადგურში?

- ტაძარში. სეისმოლოგიური სამსახურის თანამშრომლებთან ვმეგობრობდი. ერთ დღეს მითხრეს, - მაინც სულ აქ ხარ, დაგვეხმარეო. უარი არ მითქვამს. დროთა განმავლობაში სეისმოლოგიური სადგური ყველა ძველმა თანამშრომელმა დატოვა და მარტო დავრჩი.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე მშობლების რეაქცია როგორი იყო?

- მშობლები, როგორც უკვე გითხარით, ეკლესიური ხალხია. მოსწონთ ღმერთთან ახლოს რომ ვარ, თანაც ჩემს დამოუკიდებლობას არ ზღუდავენ.

- დედმამიშვილები გყავთ?

- ორი ძმა და ერთი და. დაოჯახებული მხოლოდ და არის, სამი შვილი ჰყავს.

- თქვენ არასდროს ყოფილხართ დაოჯახებული?

- არა.

- შეყვარებული?

- არაერთხელ.

- სიყვარულში იმედგაცრუებამ ხომ არ გადაგაწყვეტინათ "განდეგილად" ცხოვრება?

- არა, ცხოვრებაში ისეთი სირთულე არაფერი გადამიტანია, რაც სხვას არ ჰქონია. უბრალოდ, ხასიათი მაქვს ასეთი, სიმყუდროვე, სიმშვიდე მიყვარს. მსიამოვნებს, რომ მონასტერში ყოველდღე დავდივარ, დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ბერმონაზვნებისთვის წყაროს წყალი მომაქვს და მერე მათთან ერთად ვტრაპეზობ. ტურისტების გამასპინძლებაც ძალზე მსიამოვნებს... განაგრძეთ კითხვა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"როცა ჯანმრთელობა მიუარესდება, ნოდო ესიზმრება ჩემს მეგობრებს და ეუბნება, დედა კარგად იქნებაო" - როგორ შეიცვალა დოდო გუგეშაშვილის ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ?

საქართველოს ერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - რა ინფორმაციას ავრცელებს  გარემოს ეროვნული სააგენტო