ავტორი:

რად გარდაიქმნება კონსერვებში მოხვედრილი ასპირინი და ვისთვისაა საშიში ასეთი კონსერვი - ფარმაცევტ ნანა ხურციძის პასუხი

რად გარდაიქმნება კონსერვებში მოხვედრილი ასპირინი და ვისთვისაა საშიში ასეთი კონსერვი - ფარმაცევტ ნანა ხურციძის პასუხი

იყენებთ ასპირინს ტყემლისა თუ კომპოტების მომზადებისას? ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა კონსერვირების ასპირინიანი მეთოდი. ამ საწებლებითა და კომპოტებით, რა თქმა უნდა, ბავშვებიც იკვებებიან. რას წარმოადგენს სინამდვილეში ასპირინი და რისი გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. "სახალხო აფთიაქის" პარმაცევტი ნანა ხურციძე ბევრ საინტერესო კითხვაზე გვცემს პასუხს.

- კონსერვირებისას ხშირად იყენებენ ასპირინს. რას წარმოადგენს ეს პრეპარატი სინამდვილეში, რატომ მაინც და მაინც ასპირინი იქცა დიასახლისების დამხმარედ?

- ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით. ერთ საღამოს ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ქართულ სერიალს ვუყურე, სიცხიან ბავშვს ბებია კომპოტსასმევდა, ბავშვი კინაღამ მოკვდა და იცი რატომო? მე ვუთხარი, სერიალის არაფერი ვიცი, მაგრამ იმ კომპოტში ბევრი ასპრინი იქნებოდა-მეთქი. მეზობელი ძალიან აღელდა, ანუ ეს ამბავი მართალიაო? მთელი სარდაფი ასპირინიანი კონსერვებით მაქვს სავსეო.

შეიძლება, სერიალში რაღაც გადაჭარბებულია, მაგრამ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც ზაფხულში ერთად რამდენიმე კოლოფ ასპირინს ყიდულობს და ვხვდები, რომ კონსერვებისათვის უნდა, ყველას ვაძლევ რჩევას, როგორ მოიქცნენ ასპირინთან დაკავშირებით. კონსერვირებულ პროდუქტებში უნდა იყოს მჟავა გარემო, რადგან ამ გარემოში მიკრობები იღუპებიან.

ასპირინი მოქმედებს ისე, როგორც ლიმონმჟავა, ვაშლის და ღვინის ძმარი, მაგრამ ამავდროულად, ასპირინი კონსერვირებულ საკვებში გარდაიქმნება ისეთ ნაერთად, რომელიც მავნებელია ორგანიზმისათვის. ასპირინის გამოყენებას კულინარიაში დიდი ხნისისტორია აქვს, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დიდი ხანია ეს მედიკამენტი არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე.

ასპირინი ერთ-ერთი საუკეთესო და ძველი წამალია, მას თითქმის 100 წლის ისტორია აქვს. ეს არის წამალი, რომელმაც ამ დროის მანძილზე არა თუ დაკარგა მნიშვნელობა, არამედ პირიქით, უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება. ასპირინი იგივე აცეტილსალიცილის მჟავა, თავიდან მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტით იყო ცნობილი, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას სისხლის გამათხელებელი მოქმედებაც გააჩნია, მხოლოდ მცირე დოზებით განაგრძეთ კითხვა

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?