მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - 42 წლის მამაკაცი საცხოვრებელ სახლთან მოკლეს

მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - 42 წლის მამაკაცი საცხოვრებელ სახლთან მოკლეს

დოლიძის ქუჩაზე 42 წლამდე მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

მოკლული მამაკაცი ლევან სიგუაა. არსებული ინფორმაციით, იგი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.

"ავტომატით დაცხრილეს. ძმა მშენებელია, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე სახლი მისი ძმის აშენებულია. მოკლულის მეუღლე ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონეა" - ამბობს ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას დოლიძის ქუჩის მცხოვრები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დადგენისა და შემდგომში მისი დაკავების მიზნით. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზაც.

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა - დააკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-მ ყარაჯალაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი