გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გლდანში მდებარე სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამშობიარო სახლის დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.

ნინო კაკულიას ინფორმაციით, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე განმარტებით, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს. „ნინოს“ დირექტორის თქმით, საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტულო პოლიცია.

„პაციენტმა კლინიკა „ნინოში“ 19:45 საათზე იმშობიარა, სისხლდენა კი მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ დაეწყო. წნევა დაუვარდა და სისხლდენის გამო სისხლის ბანკებისთვის მიმართვა გახდა საჭირო, თუმცა მისი ჯგუფის სისხლი არცერთ პარტნიორ სისხლის ბანკს არ აღმოაჩნდა. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანისას ჯერ კიდევ გონზე იყო. ჩვენ მეორე დონის კლინიკა ვართ, ამიტომ პაციენტი მესამე დონის კლინიკაში ღამის 01:00 საათზე, დროულად გადავიყვანეთ და იქ რა მოხდა, მერე უკვე არავინ იცის. გონზე იყო, როცა შევიდა, სტაბილურად ჰქონდა წნევა და იქ უკვე რა მოხდა, არ ვიცი, ექსპერტიზა დაადგენს და ჩვენ თვითონაც ვიძიებთ ამას.

ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის, რაც შეგვეძლო, რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენთან არ დაღუპულა, ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. აქ იმშობიარა, სტაბილურ მდგომარეობაში გადავიყვანეთ და იქ დაიღუპა. მიზეზი რა გახდა, ჯერ არავინ იცის, ექსპერტიზა ჩართულია, ჩართულია დიდუბის რაიონის პოლიცია, ჯანდაცვის სამინისტრო და გაირკვევა ალბათ, გარდაცვალების მიზეზი. ჩვენ რაც შეგვეძლო და ჩვენი მონაცემებით პროტოკოლის მიხედვით ყველაფერი გაკეთებული იყო“, - განმარტა ნინო კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო: სამშობიარო სახლ "ნინოში" მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა - რას ამბობს დირექტორი?

რა შედეგი აჩვენა ლილოს, დინამოსა და ელიავას ბაზრობების კვლევამ კორონავირუსზე - ამირან გამყრელიძის კომენტარი

"ხიდის მოაჯირზე იჯდა და გადავარდა" - ფოთში, მდინარე რიონში 20 წლამდე გოგოს ეძებენ

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები