კომპანია "წყალი მარგებლის" - ორგანიზებით კურორტ ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018"-ტრადიციული დოღი გაიმართება

კომპანია "წყალი მარგებლის" - ორგანიზებით კურორტ ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018"-ტრადიციული დოღი გაიმართება

წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს “წყალი მარგებელის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2018“ - ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.

წელს კომპანია სს "წყალი მარგებელი" ღონისძიებას ორგანიზებულ ფორმას მისცემს და შესაბამისად ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას. ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“, ასევე პარტნიორები არიან შვეიცარული საათების კომპანია „ართთაიმი“, „გურია ნიუსი“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა, ღონისძიებისთვის წყაროს წყალმა “ბახმარომ” სპეციალური საპრიზო ფონდი დააწესა, ხოლო ბახმაროს თასის პარტნიორი “ართთაიმი” გამარჯვებულებს ბრენდების Tissot და Swatch საათებს გადასცემს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან. დოღის დაწყებამდე გაიმართება საზეიმო სვლა. კომპანია „წყალი მარგებელი“ მონაწილეებსა და სტუმრებს საინტერესო სანახაობასა და უამრავ საჩუქარს ჰპირდება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის