სპორტული ჩანთები ფეხბურთის ერთგულ გულშემატკივარს - საჩუქრები "პალიტრა L-ისგან"

სპორტული ჩანთები ფეხბურთის ერთგულ გულშემატკივარს - საჩუქრები "პალიტრა L-ისგან"

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა არ დასულებულა საჩუქრები "პალიტრა L"-ისგან. ჩემპიონატის დაძაბულ ციებ-ცხელებას გამომცემლობა აქტიურად შეუერთდა და ფეხბურთის მოყვარულებს სტიკერების საკოლექციო ალბომი შესთავაზა. ალბომის მიზანი იყო, რომ გულშემატკივრებისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უფრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

სტიკერების საკოლექციო ალბომი უკვე სრულად შეავსო 250-მდე ადამიანმა და მათ "პალიტრა L"-ისგან საჩუქრებიც მიიღეს. კოლექციონერები სპორტული ზურგჩანთითა და FRIXX- ის ჩიფსების კომპლექტით დასაჩუქრდნენ. ხოლო პირველმა ასმა გამარჯვებულმა დამატებით გაზეთ "ლელოს" 1-თვიანი გამოწერა მიიღო.

რედაქციაში საჩუქრების წასაღებად მისული ფეხბურთის გულშემატკივრები საჩუქრებით ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ საკოლექციო ალბომმა მათთვის ფეხბურთის ყურება უფრო საინტერესო გახადა.

ალბომი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ოჯახებისთვის, მამებისა და მოზარდი შვილებისთვის, რომლებიც ახლა ეცნობოდნენ ფეხბურთის სამყაროს. ალბომში მოცემულია დეტალური ინფორმაცია 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ. გამოცემაში, ასევე, თავს იყრის ცნობები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის, განვლილი მსოფლიო პირველობების გამორჩეული მოთამაშეების და ნაკრებების შესახებ წაიკითხეთ მეტი lelo.ge-ზე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი